Monthly Archives: June 2011

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ჩემი ხარაგაულის“ აპელაცია არ დააკმაყოფილა


23 ივნისს გამოცხადდა გადაწყვეტილება გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ აპელაციასთან დაკავშირებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ აპელაცია არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ აპროტესტებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საგამომცემლო საქმიანობისთვის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის – 27 ათასი ლარის – ტენდერის გარეშე განკარგვას.
დასაბუთება, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დამოუკიდებელ გაზეთს „ჩემი ხარაგაული,“ ეს კანონით დადგენილ ვადაში, 20 დღეში, გახდება ცნობილი.  წაიკითხეთ მეტი

რატომ გაუქმდა სოფლის ბიბლიოთეკები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 16 სასოფლო ბიბლიოთეკის ფუნქციონირება 2011 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტილია. რა ბედი ელის ამ ბიბლიოთეკების წიგნად ფონდს და საერთოდ რატომ გაუქმდა სოფლის ბიბლიოთეკები, დღემდე გაურკვეველია და ბუნდოვანი. წაიკითხეთ მეტი

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე

22 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხთა კომისიამ განიხილა გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და `მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ 2011 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები; ხარაგაულში პროფესიული სახელობო სასწავლებლის შექმნის პროექტი. წაიკითხეთ მეტი

„ეზოში უზარმაზარი ლოდები და ზემოდან წამოღებული საფლავის ქვებია“

18 ივნისს რიკოთის უღელტეხილსა და ლიხის ქედს სტიქიური უბედურება დაატყდა თავსწვიმისშედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლებისავარგულები,დამხმარე შენობა-ნაგებობებისაავტომობილო გზა და სარკინიგზო მაგისტრალირამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა კოკისპირულმა წვიმამ მდინარეების რიკოთულასსურამულას დაძირულას ადიდება გამოიწვიამდინარეების ადიდებას თან დაერთო უღელტეხილზე მდებარეტყის მასივებიდან წამოსული ქვა-ღორღისა და ხე-ტყის უზარმაზარი მასის ჩამოდინებამაგისტრალის ტერიტორიაზერამაც ქვეშ მოიყოლა ავტომანქანების მთელი კოლონა და გზისპირზე გაშენებული კვების ობიექტებისტიქიის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალირომელიც ჯერ კიდევ ითვლება10 მილიონ ლარსაჭარბებსგანსაკუთრებული ზიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებისსოფლებს – ხევსა და წიფას მიადგა.
რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ  სოფლის მაცხოვრებლები და რა ხდება ამჟამად სტიქიითდაზარალებულ სოფლებშირა იღონა ხელისუფლებამ დაზარალებულთა დასახმარებლადამისშესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სოფლების მცხოვრებლებიგვესაუბრებიან. წაიკითხეთ მეტი

თეთრაწყაროსა და საღანძილეში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დაასრულა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიდევ ორი სოფლის თეთრაწყაროსა და საღანძილეს ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ორივე სოფელში, ჯამში, 347 ახალი ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდა. კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ კი დაახლოებით 129 ათასი ლარი შეადგინა. წაიკითხეთ მეტი

1 of 212

Switch to our mobile site