Monthly Archives: November 2011

ბორითის გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკა იანვრიდან ამოქმედდება

2010 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება ბორითის გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 2 300 000 ლარი. ამ თანხაში შედის მშენებლობაც და სამედიცინო აპარატურით აღჭურვაც. კლინიკას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ (დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი) მიერ გამოყოფილი გრანტით აშენებს ა(ა)იპ „ასოციაცია ატუ“ (დირექტორი კარლო ლეკვეიშვილი). წაიკითხეთ მეტი

„მომატებულმა თანხამ უკეთესი შედეგი უნდა გვაჩვენოს“

2012 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში განხილვის შემდეგ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 60 ათასი ლარით დაფინანსება იგეგმება. ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ლევან ფერაძემ აღნიშნა, რომ სამსახურის უკეთ ფუნქციონირებისათვის მომატებული 8 ათასი ლარი ძალიან მნიშვნელოვანია.
საკრებულოს მიერ ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილების თანახმად, 7 ათასი ლარით გაიზრდება () იპ საბიბლიოთეკო გაერთიანების დაფინანსება. ეს საშუალებას იძლევა, რომ აღდგეს ამ წლის დასაწყისში გაუქმებული იმ სასოფლო ბიბლიოთეკების ფუნქციონირება, სადაც წიგნადი ფონდი დაცულია და შენობაც კარგ მდგომარეობაშია.
საკრებულოს წევრთა წინადადებით, 2012 წელს 5 ათას5 ათასი ლარით გაიზრდება ხარაგაულის ისტორიული მუზეუმისა და სპორტული სკოლის დაფინანსება.


წაიკითხეთ მეტი

გალაკტიონი – პედაგოგი


შესრულდა უდიდესი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 120 წელი. გალაკტიონი ცნობილია, როგორც „მეფე-პოეტი,“ თანამედროვე ქართული პოეზიის ფუძემდებელი, მაგრამ, ვფიქრობ, ნაკლებადაა შესწავლილი იგი, როგორც პედაგოგი. წაიკითხეთ მეტი

მარიამწყაროს უბანი გზას ითხოვს

სოფელ ღორეშას მარიამწყაროს უბნის მოსახლეობას გზის პრობლემა აქვს. საუბარია სოფლის ცენტრალურ გზაზე, რომელიც ღორეშის მუზეუმს ბორითთან აკავშირებს. ტრანსპორტის მოძრაობა ამინდზეა დამოკიდებული. „ამინდს შევყურებთ, – ამბობენ მარიამწყაროს უბნის მცხოვრებნი, – თუ იქნება პარასკევს ამინდი, ამოვა ჩვენამდე ავტობუსი. თუ არ იქნება, ვართ ცუდ დღეში. დღესაც დარეკა ავტობუსის მძღოლმა, რომ ვერ ამოვა. ამდენ რაღაცას ვისმენთ ტელევიზორში. ჩვენთვის არავინ გამოჩნდა – არც ოპოზიცა, არც პოზიცია, რომ დაგვეხმაროს. ყურს არ გვიგდებენ, თორემ ერთხელ ეწერა უკვე ამ გზაზე თქვენს გაზეთში.

წაიკითხეთ მეტი

თემურ გამცემლიძე: „ამერიკულ ჰიბრიდულ სიმინდის 14 ლარიანი თესლის მოსავალი არ მოუცია“

იმისათვის, რომ თვითმმართველობამ საკუთარი უფლებამოსილებები ეფექტურად განახორციელოს და მოქალაქეებსაც ჰქონდეთ მართვის პროცესში ჩართვისა თუ ხელისუფლების საქმიანობის გაკონტროლების შესაძლებლობა, აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეების მჭიდრო კავშირ-ურთიერთობა. წაიკითხეთ მეტი

1 of 11

Switch to our mobile site