გასულ ორშაბათს, 16 იანვარს, ხარაგაულში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი იმყოფებოდა.
ორშაბათ დილით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, აკაკი მაჭავარიანს, ამ ვიზიტის ზუსტი დროისა და შეხვედრის ადგილის დასაზუსტებლად ტელეფონით დავუკავშირდით. წაიკითხეთ მეტი
Monthly Archives: January 2012
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დახურულ შეხვედრაზე არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარებაზე ისაუბრეს
პირველი იანვრიდან ხარაგაულში 12 სასოფლო ბიბლიოთეკის ფუნქციონირება აღდგა
სოფელ ბაზალეთის სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი იზოლდა ჩიკვაიძე ძალიან კმაყოფილი და გახარებულია იმით, რომ სოფელში ბიბლიოთეკის ფუნქციონირება აღდგა. „38 წელი ვიმუშავე ბიბლიოთეკარად. წლების წინ წიგნები ხანძარს გადავარჩინე. ხუთი წელი ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს სახლშიც ვინახვდი. იანვრიდან კვირაში ერთ დღეს – ხუთშაბათობით მივალ ბიბლიოთეკაში და მოვემსახურები მკითხველს.“
გასული ერთი წლის მანძილზე, რაც სასოფლო ბიბლიოთეკის ფუნქციონირება შეწყდა, ქალბატონ იზოლდას მოსწავლეები და დაინტერესებული ადამიანები სახლში აკითხავდნენ. „თუ მქონდა მათთვის საჭირო წიგნი ან ჟურნალი, რა თქმა უნდა, ვატანდი. ჩემი ანაზღაურება თვეში 40 ლარი იქნება, მაგრამ მიხარია, რომ ისევ საყვარელ საქმეს გავაკეთებ – დავიცავ წიგნებს და მოვემსახურები მკითხველებს,“ – ამბობს იზოლდა ჩიკვაიძე. წაიკითხეთ მეტი
ნახვამდის, ჩემო ერთგულო, საამაყო მეგობარო!
ჩემო უფროსო, ერთგულო მეგობარო, ჩემო სულიკო! ძალიან მიმძიმს შენზე წარსულ დროში საუბარი. სულ ახლახან, რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ, იმედებით და ახალი იდეებით, როგორც ყოველთვის, შენი საყვარელი „ოდილას“ წინსვლის და წარმატებების ახალი პერსპექტივებით და შეთავაზებებით იყავი სასიამოვნოდ აფორიაქებული. წაიკითხეთ მეტი
ხარაგაულში ქსელურ თამაშებში კონკურსი გაიმართა
ხარაგაულის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ქსელური თამაში, რომელშიც 28 მოსწავლე მონაწილეობდა. წაიკითხეთ მეტი


