Category Archives: ეკოლოგია

თემურ კეპულაძე: „სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას „ზვარეს“ მინერალური წყლის საბადოებზე ჩადენილი ბარბაროსობის გამო“

iza vefkhvadze da temur kepuladze„მსგავსი ბარბაროსობა, გარემოს და ბუნებრივი რესურსის მიმართ, რაც ვნახე ზვარეში, სხვაგან არსად მინახავს. 1975 წლიდან გარემოს დაცვის სისტემაში ვმუშაობ. სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული და სასწრაფოდ უნდა მიეხედოს ამ საქმეს. პირვანდელი პროექტით, ზვარეს მინერალური წყლის საბადოებზე რკინიგზის ახალ მაგისტრალს არ უნდა გაევლო. დარწმუნებული ვარ, რომ ზვარეს მინერალური წყლის ჭაბურღილები დაიკარგა,“ – აღნიშნა 24 თებერვალს ზვარის მოსახლეობასთან შეხვედრაზე „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ წარმომადგენელმა თემურ კეპულაძემ. იგი ა/ო „სხივის“ (ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე) პროექტის „მშენებლობა ეკოლოგიური რისკების გარეშე“ ფარგლებში შეხვდა მოსახლეობას და განუმარტა, თუ რა წესით ხორციელდება მშენებლობის ნებართვის გაცემა, რა შედეგებია სახეზე და როგორ უნდა იმოქმედოს მოსახლეობამ.
წაიკითხეთ მეტი

მშენებლობის დროს გარემოსდაცვითი მოთხოვნები უგულვებელყოფილია

I-gv.„დღევანდელი აქცია შედეგიანი აღმოჩნდა. მოსახლეობის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია: შეწყდა ნარჩენების დაყრა სოფლის საძოვარზე და მშენებელმა ორგანიზაციამ დაიწყო გზის შეკეთება,“ – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სხივის“ ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში მოსახლეობის საპროტესტო აქციის შემდეგ. სოფელ ბაზალეთის, ქროლისა და ღარიხევის მაცხოვრებლებმა 20 თებერვალს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობით გამოწვეული უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა გააპროტესტეს. აქციის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მოსახლეობამ 19 თებერვალს მიიღო.

წაიკითხეთ მეტი

„სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა ზვარეს მინერალურ წყალს საფრთხეს უქმნის“

ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩა #117-ში მცხოვრები ელზა ბანცაძე ამბობს, რომ ბოლო ორი თვეა მის ოჯახს გაუსაძლის პირობებში უწევს ყოფნა. ქალბატონი ელზა აცხადებს, რომ ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ორი თვეა, უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ერთადერთი შვილი მყავს და შიშისგან პრობლემები შეექმნა. ღამის სამ საათზე აფეთქებენ გვირაბს, თან რამდენჯერმე. აფეთქება ისეთი ძლიერია, რომ გეგონება ომი დაიწყო. სახლი გვენგრევა. შეამცირონ აფეთქებების სიმძლავრე, თორემ აქ ცხოვრება აღარ შეიძლება. ღამე აქ მცხოვრებლებს საერთოდ არ გვძინავს, - ამბობს ელზა ბანცაძე. წაიკითხეთ მეტი

ეროვნული პარკების დაარსება – საუკეთესო ეროვნული იდეა

ნამდვილად საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული იყო ეს ოთხი დღეცხოვრება წინმიდისეროვნული პარკები ვითარდება და ამ პროცესს არ უნდა ჩამოვრჩეთრეინჯერებმა დათითოეულმა თანამშრომელმა საჭიროსასარგებლო და აუცილებელი ცოდნა მივიღეთრომელსაცპრაქტიკაში განვახორციელებთ, – აღნიშნა ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის  დაცვისგანყოფილების უფროსის მოადგილემ ტარიელ ხიჯაკაძემ.
22-25 ივნისს ბორჯომ-ხრაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ოფისშითანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე დაცული ტერიტორიების ეფექტურიმართვა. ტრენინგს აშშ- შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარებისპროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში პაატა შანშიაშვილი უძღვებოდა.
ეროვნული პარკების მართვადაცვისა და ვიზიტორთა სასმახურების ეფექტური მუშაობა,საზოგადოებასთან ურთიერთობაბუნებრივი რესურსების მართვა და ინფრატრუქტურა – ესსაკითხები განიხილეს შეხვედრის მონაწილეებმაეროვნული პარკის წარმომადგენლებს ტრენერმამსოფლიოში საუკეთესოდ აღაირებული – დაცული ტერიტორიების მართვის ამერიკული მოდელიგაუზიარა. წაიკითხეთ მეტი

1 of 11

Switch to our mobile site