Category Archives: თვითმმართველობა

მოსახლეობა წყვეტს, რა პრობლემა მოგვარდეს სოფელში

soflis-mkhardacheris-programa1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება“ დაიწყო. პირველ ეტაპზე სოფლებში მოსახლეობის კრებები ტარდება.

20 მარტს კრება გაიმართა ბაზალეთში, ღარიხევში, ვერტყვიჭალაში, ბჟინევში, ვერტყვილაში; 21 მარტს – ქროლში, წიფში, ხუნევში, გედსამანიაში; 22 მარტს – დ. ხარაგაულში, უჩამეთში, ღვერკში, ხემაღალში; წაიკითხეთ მეტი

წყალაფორეთის საბავშვო ბაღის შენობა სარემონტოა

wyalaforetis-baghi

წყალაფორეთის საბავშვო ბაღში რვა აღსაზრდელი დადის. ბაღის გამგის, გულო ხარატიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში 3-4 აღსაზრდელს ელოდებიან. ქალბატონი გულო სკოლამდელ გაერთიანებათა ხელმძღვანელის, ქეთევან ზუმბაძის, უზომოდ მადლიერია, რადგან საბავშვო ბაღში კვების პროდუქტების ხელით მიტანა აღარ უწევს. „დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევან ზუმბაძეს იმისთვის, კიცხიდან პროდუქტების ზურგით ზიდვა რომ წარსულს ჩაბარდა. ახლა მანქანა გვემსახურება.“ რაც შეეხება საბავშვო ბაღის შენობას, ის სარემონტოა. შესაცვლელია სახურავი, შემოსაღობია ბაღის ეზო. წაიკითხეთ მეტი

მორიგი საკადრო ცვლილებები ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე ტერიტორიულ ორგანოში რწმუნებული შეიცვალა. ნადაბურში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად გიორგი შუბითიძე დაინიშნა, ხევში – გელა კოპაძე, ხუნევში – კოტე ლომიძე, ღორეშაში - იური მჭედლიძე, ვარძიაში – შალვა ხიჯაკაძე, ხიდარში – ბადრი ბერაძე, დ. ხარაგაულში - გივი თხელიძე, მოლითში – სპარტაკ ლაცაბიძე, ვახანში – ზვიად არევაძე, საღანძილეში – კობა ყრუაშვილი, ფარცხნალში – ნიკოლოზ ბირკაძე, ლაშეში – ზურაბ კვინიკაძე. რწმუნებულები შეიცვალენ ლეღვანსა (ლევან შარიქაძე) და წიფაში (გელა გუდაძე) და ისინი სპეციალისტებად დაინიშნენ. წიფის რწმუნებულია მაია გაჩეჩილაძე, ხოლო ლეღვნის – გელა მაღრაძე. წაიკითხეთ მეტი

მოსახლეობა პროექტების განხორციელებაში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ აკაკი მაჭავარიანს და მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ კობა ლურსმანაშვილს

სოფლად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო. გლეხებისა და ფერმერების დასახმარებლად, მთავრობის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება მიმდინარეობს, რაც მართლაც რომ დიდი დახმარება და წახალისებაა გლეხისათვის. წაიკითხეთ მეტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2013 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემდეგ პროექტებს განახორციელებს:


საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 162-ე, 165-ე, 167-ე, 169-ე, 170-ე (0.9), 171-ე (0,9) კილომეტრებზე ჩატარდება ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ სამუშაოებზე, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს, 8 000 000 ლარი დაიხარჯება და გამოცხადდება ტენდერი. წაიკითხეთ მეტი

1 of 41234

Switch to our mobile site