„დამოუკიდებელი მედია ნაკლოვანებების გამოსწორების შესაძლებლობას გვაძლევს“

Untitled-1

მაჩეი კოვალსკი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვიშკოვში 1993 წელს დაარსებული გაზეთის „ნოვი ვიშკოვიაკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.  ამ გაზეთის დაფუძნებამდე, 1990 წელს, მაჩეკამ თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა გაზეთი „ვიშკოვია,“ რომელსაც გამოსცემდა ბურგომისტრს დაქვემდებარებული კულტურის სახლი. წაიკითხეთ მეტი

სწრაფი რკინიგზა სწრაფი პრობლემების თანხლებით

1978 წლის 14 აპრილს სტუდენტებმა ქართული ენა დაიცვეს.
ქალბატონი ზეინაბ ბუაჩიძე სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. წაიკითხეთ მეტი

მოსახლეობა წყვეტს, რა პრობლემა მოგვარდეს სოფელში

soflis-mkhardacheris-programa1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება“ დაიწყო. პირველ ეტაპზე სოფლებში მოსახლეობის კრებები ტარდება.

20 მარტს კრება გაიმართა ბაზალეთში, ღარიხევში, ვერტყვიჭალაში, ბჟინევში, ვერტყვილაში; 21 მარტს – ქროლში, წიფში, ხუნევში, გედსამანიაში; 22 მარტს – დ. ხარაგაულში, უჩამეთში, ღვერკში, ხემაღალში; წაიკითხეთ მეტი

აფრიკულ-ამერიკული ქორწილი ქართული მოტივებით

jizeliის, რომ გლობალიზაცია გარდაუვალი პროცესია და მას ვერაფერი შეაკავებს, მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ამ დღეებში ქუთაისში რესტორან ,,ქალაქურში~ ინტერნაციონალურ ქორწილში ამოვყავი თავი. აბა, სხვა რა შეიძლებოდა მეფიქრა ქორწილში, სადაც სიძე ამერიკელი გახლდათ, პატარძალი სამხრეთ აფრიკელი, ხოლო ნეფე-დედოფლის მაყრებს იმერლები და მეგრელები წარმოადგენდნენ.
27 წლის ჟიზელ ჰორნერი საქართველოში ივლისში ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად~ პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა და ბორის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. დევიდ ნაითინგი იმავე პროგრამით ჩხოროწყუს რაიონის ლესიჭინის თემის #3 საჯარო სკოლაში მოხვდა ინგლისური ენის მასწავლებლად.
მოკლედ, ჟიზელის და დევიდის ლოვე სტორყ საქართველოში დაიწყო, მათი შეხვედრები და ურთიერთობა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა და გადაწყვიტეს თავიანთი ურთიერთობა დაეკანონებინათ კიდეც. ასეც მოხდა. 21 მარტს ქუთაისის იუსტიციის სახლში ქართველ ხელისმომკიდეებთან ერთად ხელი ოფიციალურად მოაწერეს. წაიკითხეთ მეტი

Switch to our mobile site